მეტი შესაძლებლობა. მეტი მხარდაჭერა.
JotForm Enterprise.

JotForm Enterprise არის ციფრული სამუშაო პროდუქტიულობის ხელსაწყო რომელიც გთავაზობთ მძლავრ ფუნქციონალს მთელი ორგანიზაციისათვის.

მიიღეთ ულიმიტო წვდომა ხელსაწყოებზე რომლებიც დაგეხმარებათ ონლაინ ფორმების შექმნისა და მონაცემების შეგროვების პროცედურების გაუმჯობესებაში.

აპლიკაციები და ინტეგრაციები

შექმნილი თქვენი სამუშაო პროცესებისათვის

დაუკავშირეთ თქვენი ხელსაწყოები JotForm Enterprise-ს

400-ზე მეტი სპეციალური აპლიკაციებითა და ინტეგრაციებით, JotForm Enterprise შეიძლება მარტივად დაკავშირდეს თქვენს ყოველდღიურ სამუშაო პროცესებთან.

შექმენით საკუთარი აპლიკაციები ჩვენი API-ს გამოყენებით

თუ თქვენ გაქვთ სამუშაო პროცესის უნიკალური მოთხოვნები, ჩვენი API საშუალებას გაძლევთ შექმნათ სასურველი აპლიკაციები თქვენი ბიზნესის საჭიროებების შესაბამისად.

მომხმარებლის მართვა

ერთიანი შესვლის ფუნქციონალი

JotForm Enterprise გთავაზობთ ინტეგრაციებს პოპულარულ ბიზნეს პროდუქტებთან როგორიცაა Active Directory. თუ თქვენ გაქვთ სხვა ბიზნეს ინტეგრაცია, დაუკავშირდით JotForm-ს რათა გაიგოთ დეტალურად თუ როგორ შეგვიძლია თქვენი დახმარება.

უსაფრთხოება და შესაბამისობა

თქვენი მონაცემები არის უსაფრთხო და დაცული

JotForm Enterprise უზრუნველყოფს ბაზრის უმაღლეს სტანდარტებს რათა დაგეხმაროთ თქვენი ინფორმაციის დაცვაში. ფორმის ყველა მონაცემის შენახვა ხდება გამოყოფილ სერვერებზე, რომლებიც დაშიფრულია 256-ბიტიანი SSL, PCI DSS დონე I-ით და სერთიფიცირებულია HIPAA-ს მიერ. თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობა შეინახოთ თქვენი მონაცემები ევროკავშირის ფარგლებში განთავსებულ სერვერებზე.

პრიორიტეტული კლიენტთა მხარდაჭერა

გამოყოფილი ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი რათა უზრუნველყოს დახმარება

გადადით რიგის საათავეში და მიიღეთ სწრაფი კლიენტთა მომსახურება. ჩვენი Enterprise ტექნიკური დახმარების ჯგუფი ხელმისაწვდომია სტანდარტული სამუშაო საათების დროს რათა უპასუხონ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას.

გეოლოკალიზაცია

შეინახეთ თქვენი მონაცემები ლოკალურად

JotForm Enterprise-ით, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ გეოლოკალიზაცია რათა განათავსოთ თქვენი ანგარიში მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ ადგილას Amazon Web Services (AWS), Google Cloud და Microsoft Azure სისტემების გამოყენებით. ეს გეხმარებათ შესაბამისობაში იყოთ მონაცემთა დაცვის კონფიდენციალურობის მოთხოვნებათ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: ავსტრალია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და მრავალი სხვა.

თქვენი არსებული ფორმების მარტივი მიგრაცია

არსებული ფორმების იმპორტი

ფორმების თავიდან შექმნა არ არის საჭირო. ჩვენს მიგრაციის ხელსაწყოს შეუძლია გადმოიტანოს თქვენი არსებული ფორმები წინა თაობის გარემოდან რათა უზრუნველყოს მოწესრიგებული გადასვლა.

საკუთარი დომენური სახელი

თქვენი ონლაინ ფორმების URL მისამართის დაჰოსტვა შესაძლებელია თქვენი კომპანიის დომენზე. გაიგეთ მეტი

შეთანხმება მომსახურების დონის შესახებ (SLA)

შეთანხმება მომსახურების დონის შესახებ (SLA) ხელმისაწვდომია მოთხოვნის შემთხვევაში

ბიზნეს პარტნიორობის ხელშეკრულება

მორგებადი ბიზნეს პარტნიორობის ხელშეკრულება ხელმისაწვდომია მოთხოვნის შემთხვევაში.

შერწყმა

მოახდინეთ თქვენი კომპანიის ბრენდისა და თქვენი ონლაინ ფორმების ვიზუალის შერწყმა. გაიგეთ მეტი

მომხმარებლის მართვა

აკონტროლეთ ვის აქვს წვდომა ფორმებსა და მონაცემებზე. გაიგეთ მეტი

ბიზნესის დონის ლიმიტები

მიიღეთ ულიმიტო წვდომა ფორმის ყველა საჭირო ხელსაწყოზე.

დაიწყეთ დღესვე

მზად ხართ გაზარდოთ თქვენი კომპანიის ნაყოფიერება?

დაუკავშირდით JotForm-ს რათა გაიგოთ თუ როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესის ეფექტურობისა გაზრდასა და მის ტრანსფორმაციაში.

JotForm Enterprise-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ხშირად დასმული შეკითხვების გვერდს